შრი ლანკის კუნძული წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩაის მწარმოებელ ადგილს, ჩაის პროდუქციის 11% მზადდება შრი ლანკაში. ცეილონის ჩაი ცნობილია თავისი ნატურალური არომატით, მაღალი ხარისხით და ოქროსფერი ელფერით. შოტლანდიელმა მეზღვაურმა, ჯეიმს ტეილორმა 1867 წელს პირველად დაიწყო ჩაის მოყვანა ამ კუნძულზე.
დღესდღეისობით ჩაის პლანტაციები გაშენებულია ამაღლებულ მთიან ადგილებზე, სადაც ჩაის კრეფა ხდება ხელით, იმისთვის რომ მხოლოდ რჩეული ფოთლები იქნეს მოკრეფილი.
კუნძული აწარმოებს ჩაის სამ კატეგორიას, დაბალი საშუალო და მაღალი, იმის მიხედვით თუ რა გეოგრაფიულ ადგილას არის პლანტაცია გაშენებული.
ჰაისონის ჩაის კონცეფცია შემდეგნაირია: ჩვენ გვჯერა რომ სიდიდე არ განისაზღვრება ტონებით, ან შემოსავლით, არამედ ჩაის ფოთლებით.
ჰაისონი თავის მომხმარებელს სთავაზობს ნაზავების ფართო ასორტიმენტს, დაკვირვებით ამორჩეულ ჩაის ფოთლებს, იმისთვის რომ დააკმაყოფილონ ჩაის მოყვარულების მოთხოვნები. ყველა ნაზავი ექსკლუზიურად მზადდება ჩაის სპეციალისტების მიერ საიდუმლო რეცეპტით რომელიც კარგად არის დაცული.
ჰაისონი ყოველთვის ანახლებს თავის პროდუქციას იმისთვის რომ დააკმაყოფილოს ჩაის მოყვარულები.
გმო-ს გარეშე
GMO ნიშნავს „გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს“, რომელიც არის ახალი ორგანიზმი, და რომელიც შეიქმნა მეცნიერების მიერ გენეტიკური ინფორმაციის მოდიფიკაციით. გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებისას იზრდება ჯანმრთელობის და გარემოს დაბინძურების რისკები. არა გენმოდიფიცირებული პროდუქტებია , ისინი რომლებიც არ შეიცავენ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
BRC
BRC სტანდარტი არის მსოფლიოს წამყვანი უსაფრთხოების და ხარისხის სერტიფიცირების პროფრამა, რომელსაც მოიხმარს 23 000 ზე მეტი სერტიფიცირებული მომმარაგებელი 123 ქვეყანაში, სერტიფიკატი იბეჭდება სერტიფიცირების ორგანოების საერთაშორისო კავშირის მიერ. სტანდარტი გარანტიას იძლევა რომ ხარისხის სტანდარტიზაცია, უსაფრთხოება და ოპერაციების კრიტერიუმი აკმაყოფილებს კანონიერ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის დაცვას. BRG ს გლობალური სტანდარტი, დღესდღეისობით არის წამყვანი გადამყიდველების ფუნდამენტური მოთხოვნილება .
Food Safety Systems
საჭმლის უსაფრთხოება არის გლობალური იდეა, გამოწვეული არა მარტო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობიდან, არამედ საერთაშორისო ვაჭრობის გავლენიდან. საჭმლის წარმოების გლობალიზაციამ, გამოიწვია წარმოებითი ჯაჭვის გაზრდა. ეფექტურმა და ჰარმონიულმა საჭმლის უსაფრთხოების სისტემამ უნდა უზრუნველყოს პროდუქტის სისუფთავე და უსაფრთხოება, წარმოების ჯაჭვის ნებისმიერ ეტაპზე, ამის გამო ISO მ შექმნა ახალი სტანდარტი ISO 22000, რომელიც ეხება ყველა ორგანიზაციას რომლებსაც შეხება აქვთ საჭმლის წარმოებასთან.
Halal
ჰალალი არის არაბული სიტყვა, რომელიც ნიშნავს: კანონით დაშვებულს, საჭმელთან მიმართებაში, ეს არის დიეტის სტანდარტი, რომელიც აღწერილია ყურანში. ჰალალის პროდუქცია არის ის რომელიც აკმოყოფილებს შემდეგს:
1) პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს არცერთ ისეთ ინგრედიენტს რომლის მოხმარებაც აკრძალულია ისლამური კანონის მიხედვით.
2) წარმოება, დამზადება, გადამუშავება ან/და შენახვა, უნდა განხორციელდეს ისეთ ჭურჭელში ან ისეთი ტექნიკით, რომელიც გაწმენდილია ისლამური კანონის შესაბამისად.
JAS
სერტიფიცირების ეს სისტემა დაინერგა 1950 წელს, იაპონიის მთავრობამ წარმოადგინა სტანდარტები ჯანსაღ აგრიკულტურულ ბოსტნეულზე და ოგანულ პროდუქტებზე.
JAS არის სისტემა, რომელიც არეგულირებს იმ აგრიკულტურული და ორგანული პროდუქტების, მოყვანის პროცესს და მარკირებას, რომლებიც იაპონიის ბაზრისთვის არის განკუთვნილი.