გერმანიის ბიო-ნიშანი წარმაოდგენს გერმანიის ეროვნულ მარკას, რომელიც ადასტურებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტისა და საკვების ორგანულ წარმოშობას. ამდენად, ბიო-ნიშანი მნიშვნელოვანი ორიენტირია პროდუქტების შეძენის პროცესში.
ევროკავშირის ორგანული საკვების ლოგო მყიდველს მის მიერ მოხმარებული საკვებისა და სასმელის წარმოშობისა და ხარისხის სანდოობის გარანტიას აძლევს, ხოლო ამ ლოგოს არსებობა რომელიმე საკვებ პროდუქტზე ევროკავშირის ორგანული სოფლის მეურნეობის რეგულირებასთან შესაბამისობის დამადასტურებელი ფაქტია.
ამდენად ყოველთვის, როდესაც მომხმარებელი იძენს ორგანულ ვაშლს ადგილობრივ სუპერმარკეტში ან საყვარელ რესტორანში ირჩევს ორგანული ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს, ის შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ეს პროდუქტები იმ მკაცრი წესების დაცვითაა დამზადებული, რომელთა მიზანსაც ცხოველთა და გარემოს პატივისცემა წარმოადგენს
GMO ნიშნავს „გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს“, რომელიც არის ახალი ორგანიზმი, და რომელიც შეიქმნა მეცნიერების მიერ გენეტიკური ინფორმაციის მოდიფიკაციით. გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებისას იზრდება ჯანმრთელობის და გარემოს დაბინძურების რისკები. არა გენმოდიფიცირებული პროდუქტებია , ისინი რომლებიც არ შეიცავენ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.